სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისთვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული. განუზომელია მისი წვლილი ქართველი ერის კონსოლიდაციასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. დღესაც ილია მეორის გულმხურვალე ლოცვით ინარჩუნებს ქართველი ერი რწმენას, ერთობას, სამშობლოს სიყვარულსა და იდენტობას. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ ეპისტოლეებით გადმოცემული დარიგებები და შეგონებები არის გზამკვლევი ჩვენი ერის სულიერი მისიის აღსრულების გზაზე.

გულითადად ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, რათა, უფლის განგებულებით, დიდხანს ყოფილიყოს ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცის სადარაჯოზე“,-აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო