მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობას მართავენ

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორმა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილს გააგონებენ ხმას, რომელიც დიდი ხანია ესმის - “ბიძინა და რუსეთო, წადი!”

მანამდე, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კედელზე პროექტორის საშუალებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოკოლაჟით გამოსახეს ილუსტრაცია, როგორ გამოიყურებოდა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე და როგორ გამოიყურება ახლა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “წადი!წადი!”

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება