ელენე ხოშტარია - არ შეიძლება, მესამე პრეზიდენტი დღეს ამ მდგომარეობაში იყოს - მნიშვნელოვანია ერთობა და ჩვენება, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული პრობლემა

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა.

როგორც მან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის არა ერთი მოქალაქის, არამედ ქვეყნის პრობლემა.

„თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როცა უკრაინა, ომში მყოფი ქვეყანა აანონსებს საერთაშორისო აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, რადგან ეს ერთობლივი სატკივარია სინამდვილეში, ერთობლივი პრობლემა არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ, ეს არის პუტინის ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლის სხვადასხვა ფორმა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს სათქმელი ერთად ვთქვათ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი განმარტებით, რამდენად მოახდენს ეს ყველაფერი გავლენას, წინასწარ ძნელი სათქმელია, თუმცა, მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით მოძრაობა.

„ერთი არის საერთაშორისო ზეწოლა, მეორე - შიგნით აქტიურობა ყველანაირი ფორმით, სხვადასხვა აქციით, აქტიურობით, „ქართული ოცნების“ შეწუხებით და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და იმის ჩვენება, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული, ცალკე ვიღაცის ან თუნდაც მოქალაქის პრობლემა, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რადგან თუ ადამიანის წამება, მისი უფლების გათელვა, ჯანმრთელობის დაზიანება გახდება ნორმა, აბსოლუტურად ყველას სიცოცხლე არის საფრთხეში. არ შეიძლება, მესამე პრეზიდენტი დღეს ამ მდგომარეობაში იყოს. შედეგი როდის იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ ამას ვერავინ იტყვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო