მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ - ისმის შეძახილები:  “საქართველო ივანიშვილის გარეშე”, “თავისუფლება მიშას”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები ყოფილ პრემიერ-მინისტრ

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „2023 წელი იქნება საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე”.

მათი თქმით, აქციები არ იქნება ერთჯერადი და თუ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობის საშუალება არ მიეცემა, გაგრძელდება.

ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილები სკანდირებენ: “ბიძინა ივანიშვილო, წადი! წადი!” “საქართველო ივანიშვილის გარეშე! “თავისუფლება მიშას!”.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასახლესთან დიდი რაოდენობით მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მათ რიგებში იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით, თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის