ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ვერ ამოვიდნენ წიაღიდან, რასაც ბოროტება, საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ მტრობა ჰქვია

მნიშვნელოვანი თარიღია, როგორიც არის უწმინდესის დაბადების დღე, რომელსაც მთელი ერი აღნიშნავს, აქ ბუნებრივია, ჩაკარგულები არიან ადამიანები, ვისაც არ უხარია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა , - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას.

ღუდუშაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მორალისგან ცარიელია.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს ადამიანები საკუთარ თავში ვერ პოულობენ ძალას და თავს ესხმიან უწმინდესს. სინამდვილეში, ამით აზიანებენ საკუთარ მორალს. მართალია, ეს ადამიანები მორალისგან ცარიელნი არიან. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ისინი ვერ ამოვიდნენ იმ წიაღიდან, რასაც ბოროტება ჰქვია, რასაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ მტრობა ჰქვია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს