ჯანმო - ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არასათანადოდ ასახავს კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთი კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების რეალურზე ნაკლები შემთხვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არასათანადოდაა წარმოდგენილი ჰოსპიტალიზებული, რეანიმაციაში მყოფი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაცია.

„მიგვაჩნია, რომ ჩინეთიდან გამოქვეყნებული ამჟამინდელი რიცხვები არასათანადოდ ასახავს დაავადების ნამდვილ გავლენას ჰოსპიტალიზაციის, რეანიმაციულ განყოფილებაში განთავსების და განსაკუთრებით სიკვდილიანობის თვალსაზრისით,” - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

ცნობისათვის, ჩინეთის ჯანდაცვის უწყებების ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღემდე ქვეყანაში ვირუსს 5 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა