ხატია დეკანოიძე - ვისურვებდი აქცია ყოფილიყო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე - ნებისმიერი სახის რყევები ჩვენს პარტიაში, არის მმართველი გუნდის ინტერესში

ვისურვებდი აქცია ყოფილიყო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე - ნებისმიერი სახის რყევები ჩვენს პარტიაში, არის მმართველი გუნდის ინტერესში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, გუშინ, სხვადასხვა ლოკაციაზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთიანობა არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ნებისმიერი სახის დანაწევრება პარტიას აზიანებს.

„მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ვიყავი აქციებზე, მაგრამ მივიდოდი ყველგან და მივალ ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე იქნება საუბარი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ყოფილიყო უფრო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახის რყევები ჩვენს პარტიაში, არის მმართველი გუნდის ინტერესში.

არავითარ დაშლაზე საუბარი არ არის, დიდი იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება სხვა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო მაღალი შემართებით ივანიშვილის წინააღმდეგ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, ეს ყველაფერი შესაძლოა თუ არა უკავშირდებოდეს პარტიაში შიდა არჩევნებს, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ასე იყოს.

„შეიძლება ეს უკავშირდებოდეს წინასაარჩევნო სტრატეგიას, მე არ გამოვრიცხავ ამას და ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ არის, თუ ახლა ამას ვიტყვით, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს დროებითი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციები გაიმართა. აქციების ნაწილს ორგანიზება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ნაწილს კი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა გაუწია. ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები ერთმანეთის ორგანიზებულ აქციებს არ შეერთებიან.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით