მარკ ფეიგინი - მეჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს - გამოდის, რომ არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება და კომპეტენცია, სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია მოაგვაროს

ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს და აქედან გამომდინარე მეჩვენება, რომ მას შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს. მის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მაქვს განცდა, რომ ის საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, - ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

„ის საუბრობს ოპოზიციურ პარტიებზე, მმართველ პარტიაზე, აცხადებს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ გამოდის, რომ მას არ შეუძლია რაიმე ძალისხმევის გამოჩენა, არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, კომპეტენცია იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს“, - აღნიშნა ფეიგინმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა