გიული ალასანია - ჩემი შვილის გადასარჩენად 40 ქალაქში გამოვიდნენ, მიშა კმაყოფილი და მადლობელია - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი

40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ, ის კმაყოფილია და მადლობელი - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გამართული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მნიშვნელოვანი იყო.

„მნიშვნელოვანი იყო, რაც გუშინ მოხდა, ეს გამოსვლები. კერძოდ, 40 ქალაქში ჩემი შვილის გადასარჩენად გამოვიდნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ. [მიხეილ სააკაშვილი]კმაყოფილია და მადლობელია.

სპირიდონ კედიას ქალიშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხან ვფიქრობ, რომ იქნებ, ჩვენი ხალხი, არც იმსახურებდა დამოუკიდებლობასო. ასეთი ადამიანების მცირე ნაწილია, რომელმაც ასეთი აზრი გაუჩინა. ავსტრიაში ვნახეთ, დროშა, რომელიც მოუვლელი იყო, გაუბედურებული, გაურეცხავი. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის“, - აღნიშნა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მას კვლავ აღენიშნება წონის კლება და ტემპერატურა.

ცნობისთვის, რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე ათეულ ქალაქში გაიმართა. აქციებზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდნენ. ევროპის ქალაქების პარალელურად, აქციები საქართველოში, რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ, მშვიდობის ხიდსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს