დუმის სპიკერი - რუსული აქტივების დაყადაღების შემთხვევაში, რუსეთს უფლება ექნება გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების აქტივებთან მიმართებაში ანალოგიური ქმედებები განახორციელოს

გერმანიის მიერ რუსული ფულისა და ქონების უკრაინისთვის გადაცემის მიზნით დაგეგმილმა, რუსული აქტივების ჩამორთმევამ შესაძლოა, სხვა ქვეყნების მიერ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა გამოიწვიოს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„დღეს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, გადააწყოს პრობლემები, რომლებიც მათმა წინამორბედებმა შექმნეს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიზნით, ისინი გეგმავენ რუსული აქტივების ჩამორთმევას უკრაინის აღსადგენად“, - დაწერა ვოლოდინმა „ტელეგრამის“ არხზე.

„საკუთარი ქვეყნის ისტორიიდან გერმანიის ხელმძღვანელობას უნდა ახსოვდეს, როგორ დასრულდა სხვისი ხელყოფის მცდელობები“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, რუსეთს ექნება უფლება განახორციელოს მსგავსი ქმედებები გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების აქტივების წინააღმდეგ რუსული აქტივების დაყადაღების შემთხვევაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო