ნიკოლოზ სააკაშვილი - „ვივამედის“ გენდირექტორის განცხადება აღიარება და დასტურია, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს - დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი!

მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის პოზიცია, რომ კლინიკა სასამართლო პროცესებზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას ვერ გასცემს, იმის აღიარება და დასტურია, რომ „მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს“.

ამასთან, მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა წუთი ძვირფასია, რის კონტექსტშიც სააკაშვილის მამა ხელისუფლებას მიმართავს, ყოფილი პრეზიდენტი „დროულად გაუშვან“.

„მოვისმინე „ვივამედის“ გენერალური დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კლინიკა ვერ აიღებს თავის თავზე ნებართვის გაცემას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და ის მძიმეა.

ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. ამით ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი „ვივამედმა“ უნდა ხმამაღლა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.

„გასვლა ნიშნავს იმას, რომ კლინიკას ტოვებს და ამის შემდგომ ისტორია იხურება. ასე არის იურიდიულად. საერთოდ, როდესაც პაციენტი კლინიკაში წევს, ჩვენ გაყვანის რეკომენდაციას არასდროს ვიძლევით. თუ მას შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში? მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს“, - განუცხადა ნინო ნადირაძემ „ინტერპრესნიუსს“.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს