Space International გლობალური ტექსაკონსულატაციო კომპანია Thoughtworks-ის პარტნიორი გახდა

თიბისი ჯგუფის შვილობილი Space International გლობალურ ტექსაკონსულატაციო კომპანია - Thoughtwokrs-ის პარტნიორი გახდა. ეს Thoughtworks -ის პირველი პროექტია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტნიორობის ფარგლებში Thoughtworks პირველ ქართულ საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოილოგიურ კომპანიას - Space International-ს ტექ ტრანსფორმაციაში, განახლებული საინჟინრო კულტურის დანერგვასა და ტექნიკური არქიტექტურის გაძლიერებაში დაეხმარება.

Space International ბოლო 3 წლის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა, რამაც პლატფორმის ტექნიკური დახვეწა და გაძლიერება აუცილებელი გახადა. საქართველოში წარმატებული სტარტის შემდეგ, Space უზბეკეთში - თიბისი უზბეკეთის ბრენდით ოპერირება დაიწყო და დღეს 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. პარტნიორობის მთავარი ამოცანა Space International-ს გუნდთან ერთად, ტექ stack-ის მოდერნიზაცია, სამუშაო პროცესებში ახალი მიდგომების დანერგვა და უახლესი ხელსაწყოებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება იქნება და Space International-ის გაზრდას და ტექნოლოგიურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

Thoughtworks-ის და Space International-ის პარტნიორობა ინტენსიური შერჩევის და შეთახმების პროცესი იყო, რადგან ორივე მხარისთვის ეს სტრატეგიული ნაბიჯი აღმოჩნდა - Space International-ისთვის ახალი ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო გლობალური ტექ საკონსულტაციო კომპანიისთვის პირველი პროექტი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

“Thoughtworks 25 წელზე მეტია, 18 სხვადასხვა ქვეყანაშია და გლობალურ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპანიებს ემსახურება. მათი მთავარი ღირებულება მოქნილობაა. რეალური პრობლემების აღმოჩენა, პრაქტიკული გადაწყვეტების დანერგვა და გუნდის ყველა საჭირო უნარით და ხელსაწყოთი შიარაღება ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი იყო, იმისთვის რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ინოვაციური განვითარება და სწრაფი ზრდა დამოუკიდებლად გავაგრძელოთ. გვეამაყება, რომ thoughtworks-მა Space International რეგიონში პირველ პარტნიორად შეარჩია,” - განაცხადა Space International-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა.

Space International-ს მოდერნიზაციის პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი ჟორჟოლიანის თქმით, Space International-სთვის thoughtworks-ის მსგავს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მუშაობა გარდამტეხი მომენტია.

„ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მქონილი ტექნიკური გარემოს შექმნაში, ხოლო ჩვენს გუნდს შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ და გამოცდილება გაიზიარონ Thoughtworks-ის მსოფლიო კლასის პროფესიონალებისგან,”- აღნიშნავს გიორგი ჟორჟოლიანი.

”ჩვენ, Thoughtworks-ს, გვიხარია Space International-თან პარტნიორობა, რადგან მათ აქვთ ერთიანი, ჰოლისტიკური მიდგომა აპლიკაციის, არქიტექტურის და საინჟინრო კულტურის ტრანსოფრმაციის მიმართ - ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მოქნილები გახდნენ, განვითარდნენ და აჰყვნენ მოხმრებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს და გაამართლონ მათი მოლოდინები,” - აღნიშნავს, Thougtworks-ის სტარტეგიული ბიზნეს განვითარების დირექტორი, Frank Pototzki.

„თიბისის“ ცნობითვე, Space International თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა და მალევე, ქვეყნის საზღავრებს გასცდა. დღეს მის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოსა და უზბეკეთში (TBC UZ) ოპერირებს. ჯამურად, კომპანიას 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, მათგან ორ მილიონზე მეტი - უზბეკეთში.

უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, კომპანია მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ, თანამედროვე და გამჭვირვალე სერვისს სთავაზობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას. Space International თიბისი ჯგუფს შესაძლებლობას აძლევეს საერთაშორისო ბაზარზე ის მსოფლიო კლასის საბანკო გამოცდილებ გაიტანოს, რასაც საქართველოში 30 წელია ქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა