მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც „ომის პროპაგანდისტი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. ამრიგად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოდის და რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს, 6 იანვრის 12:00 საათიდან, 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო