პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს - გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს, მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის, ასევე, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო