სანკტ-პეტერბურგში, ქარხანა Беларусь МТЗ-ში მასშტაბური ხანძარია, არის მსხვერპლი

სანკტ-პეტერბურგში, ქარხანა Беларусь МТЗ-ში მასშტაბური ხანძარია, არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ქარხანა Беларусь МТЗ-ში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობაში ცეცხლის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ. შემთხვევას სულ მცირე 2 პირი ემსხვერპლა.

ხანძარმა 400 კვ.მ. ტერიტორია მოიცვა.