გია ვოლსკი სააკაშვილის სოლიდარობის აქციებზე - არ შეიძლება სიკეთის დაცვის ლოზუნგით გამოვიდნენ ადამიანები, ვინც ბოროტებას ემსახურებოდნენ

არ შეიძლება სიკეთის დაცვის ლოზუნგით გამოვიდნენ ადამიანები, ვინც ბოროტებას ემსახურებოდნენ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართულ აქციებს.

მისივე თქმით, ეს იყო ავტორიტეტდაკარგული, დანაწევრებული ჯგუფების სახე, რომელსაც აქციას ვერ უწოდებ.

„მე აქციები არ მინახავს, ეს იყო უსუსური მცდელობა, რომ გარკვეული აგრესიით გამოიწვიონ პროცესების განვითარება, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. არ შეიძლება ბოროტმა ადამიანებმა სიკეთესთან დაკავშირებით ბრძოლა გამოაცხადონ, თითქოს სიკეთეს ემსახურებიან. ასეთი რამ არ ხდება. არ შეიძლება ადამიანები, ვინც ბოროტება ჩაიდინეს, გამოვიდნენ და აქციებს ატარებდნენ ამ ბოროტების არათუ გასამართლებლად, არამედ დასაბრუნებლად მმართველობის სისტემაში.

ეს არ არის მხოლოდ პიროვნებათა დაპირისპირება, ეს არის ავტორიტეტდაკარგული, შინაარსისგან დაცლილი, დანაწევრებული ჯგუფების სახე, აქციასაც ვერ დაარქმევ. რამდენიმე ათეული კაცი შეიკრიბა, მათდამი პატივისცემას გამოვხატავ და ვიტყვი, რომ არ შეიძლება გვერდზე დაუდგე ადამიანებს, ვინც ბოროტებას სჩადიოდა, სისასტიკეს, ვინც აწამა და სიცოცხლე წაართვა არაერთ ადამიანს. ამ ჯგუფს გამოეცალა ყველანაირი, მათ შორის, ინტელექტუალური რესურსი, ერთმანეთში დაპირისპირებულები არიან, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე აქციას ვერ ჩაატარებენ, რადგან არ შეიძლება სიკეთის დაცვის ლოზუნგით გამოვიდნენ ადამიანები, ვინც ბოროტებას ემსახურებოდნენ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო