იაგო ხვიჩია - „შემიწყალე, შე პუტინის მონა“, არაფერში წერია - პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?

„შემიწყალე, შე პუტინის მონა“ არაფერში წერია. პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?! - ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია მოწოდებებს პრეზიდენტის მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ხვიჩია გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწოდებას ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ თავად შეეძლო თავის დროზე ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, თუ მას ეს სურდა.

„ქვეყანაში 10 წელია გაჩაღებულია ქოც-ნაცური ბრძოლა და ამ ბრძოლის ფარგლებში, ერთმა მხარემ მეორე დაატყვევა, უზის ციხეში და დანებებას ან დამარცხების აღიარებას ითხოვს. ომს არ ვამთავრებთ და იმას, ვინც უნდა გამოუშვას, ვეძახით პუტინის მონას და ა.შ. „შემიწყალე, შე პუტინის მონა“, ეს არაფერში წერია, რადგან პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის სტატიას, სადაც მაკფოლი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა მიმართოს სააკაშვილის გადარჩენის მიზნით.

„თუ სააკაშვილს აქვს იმის რესურსი, რომ ჯო ბაიდენმა დაურეკოს საქართველოს ნებისმიერ ვინმეს, ჩემი აზრით, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო იმისთვის, რომ ციხიდან გამოგიშვან. ამხელა რესურსი თუ გაქვს, სხვა რამე უნდა სთხოვო ჯო ბაიდენს. თუ ამას გააკეთებ, ხალხი თვითონ გამოგიშვებს ციხიდან. მე ამას გავაკეთებდი, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო