გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 იანვარს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციის თანახმად, სოფელი დიღმის, დაბა სტეფანწმინდის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების კონკრეტულ სოფლებსა და ქუჩებს ელექტროენერგიაზე წვდომა სხვადასხვა დროის ინტერვალით შეეზღუდებათ.

„11:00-დან 18:30 საათამდე, სოფელი დიღომში შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, დავით გურამიშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთში, ქედის უბანში აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

12:00-დან 18:00 საათამდე, დენი შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, მჭადიჯვარი, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი, გალავანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, ვაშლიანი, საგურამო, ქ.მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ზაჰესში.

14:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო, კანატია, ბზიკურთკარი, ზარიძეები, ქვემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო