ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ფილიპ რიკერმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ელჩი რიკერის კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად მუშაობამ დააჩქარა ჩართულობა და ხელი შეუწყო სტრუქტურირებული პროცესის შექმნას პრობლემურ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მოლაპარაკებებში დახმარებას, ისევე როგორც ჩვენს მიზანს მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ამას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელის როლში აკეთებდა“, - აღნიშნა პრაისმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო