ადვოკატი გია გაჩეჩილაძის სიძის ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს

მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, შარაშიძისთვის ბრალის წარდგენა დამოკიდებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩვენებაზე.

როგორც ადვოკატმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი შარაშიძის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირება ბუტა რობაქიძის სახელის ხსენებას მოჰყვა.

ადვოკატის თქმით, გიორგი შარაშიძე მის სახლთან მდებარე აფთიაქში ბიძისთვის წამლების საყიდლად შევიდა, სადაც დაინახა ვანო მერაბიშვილი.

„გიორგი ტელეფონზე საუბრობდა და როდესაც ტელეფონზე საუბარი დაასრულა, ჰკითხა - ვანო ხარ მერაბიშვილი? - კი, მე ვარო. შემდეგ გიორგიმ უთხრა, „მე ბუტა რობაქიძის მეგობარი ვარ“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი შარაშიძეს აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა და „განიცდიდა თუ არა ადამიანურ სინანულს ბუტა რობაქიძის სახელის ხსენებაზე ვანო მერაბიშვილი“.

ადვოკატის თქმით, გიორგის ამ კითხვაზე მერაბიშვილმა უპასუხა - „რა დროს ბუტა რობაქიძეა“.

„ამან გიორგი გააღიზიანა და წონასწორობიდან გამოვიდა. რამდენჯერმე ხელი მოუქნია, ოღონდ ზუსტად არ ახსოვს სხეულის რა ნაწილში გაარტყა ხელი. შემდეგ ვანო მერაბიშვილი აფთიაქიდან გაიქცა, რა დროსაც ფეხი მოუქნია. აფთიაქთან ახლოს ჰყავდა მანქანა და ვიდრე ჩაჯდებოდა, შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახა“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, როგორც გიორგი შარაშიძემ დაკითხვაზე განაცხადა, საპასუხო რეაქცია ვანო მერაბიშვილს არ ჰქონია და „მან მხოლოდ ხელი აიფარა“.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, თუ დაზარალებული ამბობს, რომ მას არ განუცდია ფიზიკური ტკივილი, ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. „ყველაფერი დამოკიდებულია ვანო მერაბიშვილის ჩვენებაზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას