მედიის ინფორმაციით, გერმანია უკრაინისთვის Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდების თაობაზე კონსულტაციებს ვაშინგტონთან და პარიზთან გადის

გერმანია უკრაინისთვის Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდების თაობაზე კონსულტაციებს ვაშინგტონთან და პარიზთან გადის. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Suddeutsche Zeitung სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გერმანია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს და ამ მხრივ “ხარისხობრივ ნაბიჯს” გადადგამს. კერძოდ, საუბარია Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, რომელსაც უკრაინული მხარე უკვე დიდი ხანია ითხოვს.

გამოცემა გერმანიის სამთავრობო წრეებში აღნიშნული დისკუსიის დაწყებას პარიზისა და ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს უკავშირებს. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10 RC მსუბუქ ტანკებს გადასცემს და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ იგი განიხილავს უკრაინისთვის Bradley-ის ტიპი ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემას.

ცნობისთვის, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გააფართოეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო