გიული ალასანია - ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

გიული ალასანიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ფატალურად დასრულდება, სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება.

„ახლა მივიღეთ პატრიარქის წერილი, მხნეობას და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას? ეს ადამიანი უსასრულო ხომ არ არის? როდემდე გაძლებს ადამიანი, რა გამძლეობაზეა ლაპარაკი? ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის ის, რომ „შეიგრძნოს ახალი რეალობა“, რომელია ეს ახალი რეალობა, რომ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო და საბოლოოდ გავხდით რუსეთის პროვინცია, ეს არის ჩვენი რეალობა დღეს? თუ ჩემი შვილი აღარ იქნება და მართლაც ეს მოხდა და დასრულდება ფატალური დასასრულით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წელში გადავტეხავთ საქართველოში დემოკრატიას, რომლის მნიშვნელობაც გაუგებარია ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებისთვის. სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება, წაიშლება საქართველო, როგორც იყო წაშლილი მრავალი წელი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა, სადაც ის მადლობას უხდის აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის და ჯანმრთელობას უსურვებს.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - ნათქვამია წერილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო