გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციის თანახმად, სოფელი დიღმის, დაბა სტეფანწმინდის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების კონკრეტულ სოფლებსა და ქუჩებს ელექტროენერგიაზე წვდომა სხვადასხვა დროის ინტერვალით შეეზღუდებათ.
„11:00-დან 18:30 საათამდე, სოფელი დიღომში შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, დავით გურამიშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთში, ქედის უბანში აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.
12:00-დან 18:00 საათამდე, დენი შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, მჭადიჯვარი, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი, გალავანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, ვაშლიანი, საგურამო, ქ.მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ზაჰესში.
14:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო, კანატია, ბზიკურთკარი, ზარიძეები, ქვემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.