ჩინეთი ქვეყანაში შესული მგზავრებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

ჩინეთი 8 იანვრიდან, სამი წლის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს აუქმებს და ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს კარანტინის გავლას აღარ მოსთხოვს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ე.წ. „ნულოვანი კოვიდის“ რეჟიმის გაუქმებით გამოწვეულმა მკვეთრმა ცვლილებებმა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. Reuters-ი წერს, რომ გავრცელების ახალი ტალღა საავადმყოფოების გადატვირთვას, აფთიაქების თაროების მედიკამენტებისგან დაცარიელებასა და საერთაშორისო განგაშს იწვევს.

გუშინ, საბერძნეთი, გერმანია და შვედეთი ათზე მეტ იმ ქვეყანას შეუერთდნენ, რომელიც ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტის ჩატარებას ითხოვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემები ვირუსის გავრცელების ნამდვილ მასშტაბს არ ასახავს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და პანდემიის დაწყების დროიდან ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 264-მდე გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა