შალვა პაპუაშვილმა იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში მოთავსებული ბავშვები მოინახულა

შალვა პაპუაშვილმა იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა და საქართველოს პარლამენტის სახელით პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებთან გიორგი ვოლსკისთან, დავით სერგეენკოსთან, ლევან იოსელიანსა და პარლამენტარ ირმა ზავრადაშვილთან ერთად ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„ვესტუმრეთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს, რომლებიც გმირები არიან და იბრძვიან ექიმებთან ერთად. ძალიან ბევრი პოზიტიური შედეგი აქვთ მკურნალობის. მცირედით გავახარეთ ბავშვები, საჩუქრები ვაჩუქეთ და ახალი წელი მივულოცეთ. ამ თვის ბოლოს დასრულდება შენობის ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია. საერთაშორისო ევროპულ სტანდარტს უტოლდება ის გარემო, რომელიც იაშვილის კლინიკაშია შექმნილი, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის დონითაც, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„საშუალება მოგვეცა მოგვენახულებინა პაციენტები და მოკრძალებული საჩუქრები გადაგვეცა. ჩვენთვის ძალიან ემოციურია ამ ბავშვებთან ურთიერთობა და ამ მხარდაჭერის გამოხატვა. ეს ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ცენტრალურია ბავშვთა სამედიცინო სერვისების მიწოდებაში და მიხარია, რომ რეაბილიტაცია პრაქტიკულად სრულდება და სულ მალე, თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიაწოდოს“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კლინიკაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს.

ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის თქმით, მნიშნელოვანია სახელმწიფომ ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ მეტი ინვესტიცია განახორციელოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ამაღელვებელია ამ ბავშვებთან კომუნიკაცია. მიხარია, რომ მკურნალობის შედეგები ამ საავადმყოფოში არის ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ კიდევ მეტი ჩადოს მედიცინაში, ბავშვების მკურნალობაში, რომ დადგეს ის დრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში არ ივლიან სამკურნალოდ“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ეს ღონისძიება იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, რადგან ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დედისთვის, ექიმისთვის, მძიმეა, მაგრამ ბავშვები იმდენად გახარებულები იყვნენ, ჩვენც გავბედნიერდით. კლინიკა ახალ ინფრასტრუქტურას ამზადებს ბავშვებისთვის, ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამ კლინიკის სრული დატვირთით მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

„იაშვილის კლინიკაში უკვე ტრადიცია ჩამოყალიბდა. ყოველ წელს, ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის პაციენტებს ახალ წელს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე. ძალიან მნიშნელოვანია ასეთი მხარდაჭერა კლინიკისთვის და ჩვენი პაციენტებისთვის. ვფიქრობ ამ ტრადიციას აუცილებლად შევინარჩუნებთ და დღევანდელი მილოცვა იქნება ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი ჩვენი პაციენტების სწრაფად გამოჯანმრთელების საქმეში“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად მკურნალობას 20 ბავშვი გადის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო