მიხეილ დაუშვილი - „ოცნებამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვები არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს, ამიტომაცაა, რომ პარტნიორები სხვის სიტყვებს უფრო ენდობიან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების

„ოცნებამ“ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს - პარტნიორებისთვის „ოცნების“ სიტყვებს ფასი არ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

„ოცნებამ“ თავისი არასწორი მოქმედებებით მოახერხა, რომ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს. სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს, მაგრამ ისე, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამას როგორ მოახერხებენ, ეს მათი ვალდებულებაა. ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობაა, ამიტომ მათი ვალდებულებაა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი არ მიაყენონ, კითხვები არ გააჩინონ. „ოცნებამ“ იმდენი მოახერხა, რომ პარტნიორებისთვის მათ სიტყვებს ფასი არ გააჩნია, ამიტომაც არის რომ უფრო მეტ ბრალდებას და კითხვას ვისმენთ პარტნიორებისგან. „ოცნებამ“ რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ლობისტების მუშაობის შედეგია, მთავარი პრობლემაა ის, რომ პარტნიორები სხვის სიტყვებს უფრო ენდობიან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების,“ - განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილსაც და აღნიშნა, რომ „როცა საპატრიარქოსგან რაიმეს ვისმენთ, ან ვკითხულობთ, მთავარი მოლოდინი რაც გვაქვს, ეს არის ჰუმანურობა“. კითხვაზე, იკითხებოდა თუ არა ჰუმანურობა წერილში, დაუშვილი პასუხობს, რომ მის შინაარსში და განმარტებებში შესვლა შეგნებულად არ სურს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო