პაატა მანჯგალაძე - პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად - მე ვერ ვხედავ ქრისტიანობას იმაში, რომ თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა

პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს წერილი განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითი არ არის.

„რაც შეეხება პატრიარქის წერილს, მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც წერილთან დაკავშირებით. მისი თქმით, „კარგია, რომ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამაში“.

„მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო