საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიზა ქისტაურის შესახებ ინფორმაციაზე - ამ ეტაპზე ბელგიის პოლიცია გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკლე კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ბელგიის პოლიცია გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს. ასევე უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიურ პოლიციასთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური წამებით მოკლეს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არც ოჯახი ადასტურებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო