გიორგი ვაშაძე - მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე - ჩვენ, როგორც კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ

მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი მეგობრები და პარტნიორები დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ ვერ რეაგირებდნენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებზე, რაც ვაშაძის თქმით, ახლა შეიცვალა.

„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან. მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია „ქოცმთავრობასთან“ დასავლეთის დამოკიდებულების. უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას დიდხანს ვერ ახდენდნენ „ქოცმთავრობის“ ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე - ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ! ახლოვდება რუსეთისა და რუსეთუმეთა განკითხვის დღე! ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ! თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა! ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო