გელა ნიკოლეიშვილი - ვანო მერაბიშვილმა აგდებულად თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“ და ამან გამოიწვია გიორგი შარაშიძის გაღიზიანება - ადგილი ჰქონდა 2-3-ჯერ ხელის და შემდეგ წიხლის მოქნევას

ვანო მერაბიშვილმა აგდებულად თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“ - სწორედ ამან გამოიწვია გიორგი შარაშიძის მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა, - ამის შესახებ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირებისას ადგილი ჰქონდა „2-3-ჯერ ხელის და შემდეგ წიხლის მოქნევას“.

„ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა, ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. მან უპასუხა აგდებულად და თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“. სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა“, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, საქმის გაგრძელება ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

„როდესაც სასამართლო გაიმართება, ე.წ. დაზარალებულად ცნობილი ვანო მერაბიშვილი მოვა და იქ იტყვის - იყო რაღაც ინციდენტი, შეხლა-შემოხლა, თუნდაც ხელის მოქნევა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი განმიცდია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებული იქნება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება თუ არა,"-აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა შარაშიძე, თავად მერაბიშვილი კი საგამოძიებო ორგანოში ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024