თბილისის სურბ გევორქის ტაძარში, სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, შობა-ნათლისღების წმინდა წირვა აღავლინა

თბილისის სურბ გევორქის ტაძარში, სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, შობა-ნათლისღების წმინდა წირვა აღავლინა.

რელიგიის სააგენტოს ცნობით, სადღესასწაულო წირვის შემდეგ შესრულდა წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება და ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.

„არქიმანდრიტი მიესალმა სტუმრებს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს წინასწარ მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მალე იზეიმებს.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავითიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს“, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით