გია ვოლსკი - გიული ალასანიას განცხადებას სერიოზულობა აკლია - მას შეიძლება გავუგოთ როგორც დედას, მაგრამ მიმართულება, რაც აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებში არ შედის!

გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სერიოზულობა აკლია - მას შეიძლება გავუგოთ როგორც დედასა და ოჯახის წევრს, მაგრამ მიმართულება, რაც აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებში არ შედის! - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ალასანიას, რომლის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ.

ვოლსკი ალასანიას მოუწოდებს, სააკაშვილს ურჩიოს, მკურნალობას დაექვემდებაროს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს.

ვოლსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების გეგმაა ქვეყანაში ისეთი პროცესების განვითარება, რაც დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ხოლო თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წამყვანი ფაქტორია, რითაც ეს გეგმა უნდა შესრულდეს.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია ერთი იდეის გარშემო ხდება - როგორმე სააკაშვილი იყოს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს და აქციები ჩაატარონ. აქციებს აუცილებლად რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების შეცვლა უნდა მოჰყვეს. ხოლო იმ პიარ კამპანიას, რასაც უკრაინა აწარმოებს, მაკფოლის განცხადება და კონკრეტული ქმედებები დაემატა. ეს მთლიანად ერთი სცენარია. რაც შეეხება მუქარას, რაც ჩვენ გავიგონეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელთ არა აქვთ მექანიზმები იმისა, რომ მუქარა აასრულონ. გამომდინარე აქედან, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. 2024 წელს არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება გამოხატავს საკუთარ პოზიციას თუ რამდენად მართალია გიული ალასანია თუ ნებისმიერი სხვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილს გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და არ შეიძლება მისი მდგომარეობა სხვა პატიმრების მდგომარეობისგან განსხვავებული იყოს.

„არ შეიძლება დავუშვათ პრეცედენტი, როცა სამართლის, სამართლიანობის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს! ასეთი პრეცედენტის დაშვების შემთხვევაში, სახელმწიფო გაცილებით ძლიერ დარტყმას და ზიანს მიიღებს. თუ ქვეყანაში გაჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ სამართლებრივი სისტემა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ დაძლიოს, გაცილებით უფრო ტრაგიკულ შედეგებს მივიღებთ.

თითქმის 500 დღეა საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, უკვე ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა, გონებას კარგავს - მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უფრო მაშინ, როცა ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე აცხადებს უარს. რაც შეეხება მოწამვლის თემას, რაზეც მისი გარემოცვა საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რასაც საზღვარი არა აქვს. საერთაშორისო დონეზე სწორედ ეს მიმართულებაა გატანილი. თაღლითობას სიტყვა საერთაშორისო თაღლითობა უნდა დაემატოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს სიმულაციასა და თაღლითობას, მთელი ამ თვეების განმავლობაში რას მკურნალობენ კლინიკა „ვივამედში“, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას გარკვეული ავადმყოფობა, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია მუდმივი თვითდაზიანების რეჟიმით, ხოლო ისეთ დაავადებას, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ მიხედავს, ადგილი არა აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს