იაგო ხვიჩია - პატრიარქის რჩევა კარგია, მარტო მიხეილ სააკაშვილმა კი არა, რეალობა ჩვენც უნდა მივიღოთ და ვიმოქმედოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მაინც უკეთესი არჩევანი გვქონდეს - ამ „სანტა-ბარბარათი“ ქვეყანა ზიანდება

10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა, სადაც პატრიარქი ყოფილ პრეზიდენტს უსურვებს, "სხვა, ჭეშმარიტი რეალობა“ მიიღოს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პატრიარქმა კარგი რჩევა მისცა.

„ქოცების“ დამსახურებით, 10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო და შესაბამისად, ადეკვატურად იმოქმედო. ასე რომ, არ გამკვირვებია პატრიარქის ეს წერილი, კარგი რჩევაა, როცა ასეთ სიტუაციაში მოხვდები. სულ სხვა საკითხია, იქიდან როგორ გამოხვალ, მაგრამ რეალობა ზოგადად ყოველთვის უნდა აღვიქვათ. რაც ჩვენს თავს არის, ის რეალობა რომ მივიღოთ და რომ არ გავგიჟდეთ, ეს არის სწორი და ადამიანური რჩევა ყოველთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ გაიგო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, კარგი რჩევაა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩია ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სანტა-ბარბარას ჰგავს.

„სანამ ეს თამაში გრძელდება, მიხეილ სააკაშვილს არ გაუშვებენ. უნდა დაველოდოთ იმას, რომ ამას დაცვის მხარე მიხვდება. რასაკვირველია, ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ გამართული ამ „სანტა-ბარბარათი“ ზიანდება, მაგრამ ეს გუშინ არ დაწყებულა, 10 წელია გრძელდება. რეალობა ისეთია, როგორიც არის და მარტო მიხეილ სააკაშვილმა კი არა, ჩვენც უნდა მივიღოთ რეალობა და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე მაინც უკეთესი არჩევანი გვქონდეს. ამისთვის ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა