„ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს - დესტაბილიზაცია და ისეთი რყევების გამოწვევა, რაც მათი აზრით, მთავრობას შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის შეფასებით, „მათ არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი იმისა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელონ და საზოგადოებას უკეთესი პროგრამა და ხვალინდელი დღე შესთავაზონ“.
„როცა პარტიას ასეთი რესურსი არ გააჩნია, რასაკვირველია, ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი - ვიომოთ იმისათვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ გეგმას, რაც შემუშავებულია მათ შორის მეორე ფრინტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით...
შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია - ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატი, რომლის გვარს ხშირად ვერ იხსენებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.