ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქციები ხშირ შემთხვევაში შიდა პარტიული დაპირისპირებისა და კონკურენციის ხასიათს ატარებს - ამით არც ჩვენ და არც საზოგადოება განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციები ხშირ შემთხვევაში შიდა პარტიული დაპირისპირებისა და კონკურენციის ხასიათს ატარებს - თუ ვის უფრო მეტი რადიკალიზმით შეეძლება შიდა არჩევნებისთვის მომხრეების მიმხრობა , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მათ წარმოუდგენიათ, რომ აქციებით რეჟიმს ასუსტებენ.

"სინამდვილეში, დემოკრატიულ ქვეყნებში აქციების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება რეჟიმს არ ასუსტებს - ის დემოკრატიულ რეჟიმს აძლიერებს.

რამდენი აქციაც უნდათ, იმდენი ჩაატარონ - ეს მათი უფლებაა, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში. ამ აქციებით არც ჩვენ და არც საზოგადოება განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" კრიზისიდან გამოსვლის შანსი ჰქონდა, თუმცა პარტიამ ეს შანსი დიდი ხნის წინ გაუშვა.

"ეს შანსი ჰქონდათ, მათ შორის იმ ე.წ. კოჰაბიტაციის პოლიტიკით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დასავლელ პარტნიორებთან ერთად გაატარა. მათ ეს შანსი მიცემული ჰქონდათ, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ გამოიყენეს - ვერ გამოიყენეს საკუთარი ზნე-ჩვეულებიდან გამომდინარე, პოლიტიკური მემკვიდრეობიდან ანალიზი ვერ გააკეთეს, თავი ვერ გაითავისუფლეს და საკუთარი პოლიტიკისა და იმ ლიდერის მძევლად დარჩნენ, რომელმა ლიდერმაც ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა საკუთარი თავიც და "ნაციონალური მოძრაობაც", - დასძინა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო