საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომეხ ხალხს შობას და ნათლისღებას ულოცავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ “ტვიტერზე“ დაწერა.
შალვა პაპუაშვილის მათ სიხარულს, სიკეთესა და კეთილდღეობას უსურვებს.
„ვულოცავ სომხურ სამოციქულო ეკლესიას და ყველა სომეხს საქართველოში და მთელ მსოფლიოში შობას და ნათლისღებას. დაე, ამ დღესასწაულმა სიხარული, სიკეთე და კეთილდღეობა მოუტანოს თქვენს ოჯახებს”, - წერს პაპუაშვილი.