ამერიკის საელჩოს თანამშრომლები „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ ესტუმრნენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ ეწვივნენ და ბავშვთა განყოფილების პაციენტებს მათ მიერ შეგროვებული საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საელჩოს თანამშრომლებს "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა (საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი/კურატორი), „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა სოფრომაძე, დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის” ფსიქო სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე შეხვდნენ.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელობამ საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას, რომლის ფარგლებში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” უახლოეს პერიოდში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით ახალი განყოფილება გაიხსნება, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება იქნება შესაძლებელი.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ ამერიკელმა ქალბატონმა ჯო ენ მაკგოვენმა დააფუძნა, რითაც გულის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ადგილზე განკურნება და მკურნალობა გახდა შესაძლებელი.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ 2022 წლამდე სამედიცინო ცენტრის სახელით ოპერირებდა, "ევროპის უნივერსიტეტის" მფლობელობაში გადასვლის შემდეგ მას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო