რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის ერთ-ერთი კორპუსის ტექნიკურ სივრცეში სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო. შესაძლო მიზეზი - მოკლე ჩართვა. [ადგილზე] საგანგებო სიტუების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. დაშავებულები არ არიან”, - წერს ზახაროვა.

მან უარყო რუსული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცეცხლი “სამუშაო სივრცეში” გაჩნდა.

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ხანძარს ადგილი ჰქონდა სამუშაო სივრცეში” რეალობას არ შეესაბამება. საუბარია სარდაფის სართულებზე”, - წერს ზახაროვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო