რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საშობაო ლიტურგია იმართება საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, საშობაო სანთლები აციმციმდა ჩვენს ფანჯრებში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი): „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - ნათქვამია ეპისტოლეში.

საშობაო ლიტურგიას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო