უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების შეტევა 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, დუბრავასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ოზარიანოვკას, სოლედარის, კრასნაია გორას, პოდგოროდნოიეს, ბახმუტის, სოლის, კლეშჩეევკას, პერვომაისკოეს, მარინკასა და პობედას დასახლებებზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 20 დარტყმა განახორციელეს.

გენერალური შტაბის განმარტებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის სრულად აღების მცდელობებზე. რუსული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო