აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების 3 მილიარდიანი პაკეტი Bradley-ს ჯავშანმანქანებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და ასობით ათას საბრძოლო მასალას მოიცავს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა იმ იარაღის დეტალური სია გამოაქვეყნა, რომელსაც უკრაინა 3, 075 მილიარდი დოლარის ღირებულების ყველაზე დიდი დახმარების პაკეტის ფარგლებში მიიღებს.

ახალი პაკეტი მოიცავს Bradley-ს ტიპის 50 ჯავშანმანქანას, ასევე 500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და მათთვის განკუთვნილი 25 მმ-იანი კალიბრის 250 000 საბრძოლო მასალას.

აშშ უკრაინაში ასევე გაგზავნის M113 ტიპის 100 ჯავშანტრანსპორტიორს, 55 შეჯავშნილ მანქანას ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით (MRAP), 138 მაღალი გამავლობის ტაქტიკურ მანქანა Hummer-ს, HIMARS-ის სარაკეტო სისტემისთვის განკუთვნილ რაკეტებს, 18 ერთეულ 155 მმ-იანი კალიბრის თვითმავალ ჰაუბიცებს, ასევე სხვადასხვა სახის ჭურვებს საჰაერო თავდაცვისა და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერულ შაშხანებსა და სხვა იარაღს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო