იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მე-5, მე-6, მე-17, მე-16 და მე-12 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა და თითოეულ თანამშრომელს შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა.

„იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება