პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა „ალილოს“ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

მსვლელობაში მონაწილე ბავშვებს სასაჩუქრე კალათები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა გრეტა წიწავამ, „ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ასევე დეპუტატებმა ოპოზიციიდან - პოლიტიკური ჯგუფი "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

„სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, ვულოცავ შობას, ვუსურვებ დღეგრძელობას, ვუსურვებ სიკეთეს, სიმშვიდეს, ოჯახში და ოჯახს გარეთ. ვისურვებდი, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ მთავარია ადამიანებმა სიკეთე დავთესოთ ამ ქვეყანაში; მთავარია, რომ ერთმანეთთან მიმართებაში, ადამიანი ადამიანთან იყოს მხოლოდ სიკეთით აღსავსე და ამ შემთხვევაში ჩვენშიც უფალი თავის სიტყვას გააღვიძებს და ეს იქნება საბოლოო ჯამში ჩვენს გულში უფლის დაბადება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს.

მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

საზეიმო მსვლელობას რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო