„რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი, მერვე შეხვედრა "რამშტაინის” ფორმატში, 20 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრ ქრისტინ ლამბრეხტსა და პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა „რამშტაინის“ მოახლოებული შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები იყო.

„რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში განხილვის მთავარი თემა უკრაინაში არსებული საომარი ვითარება და ქვეყნის თავდაცვის კამპანიის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაცია იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, პენტაგონმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მერვე შეხვედრაში მონაწილეობას 50 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო