კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად პოლიციელის გარდაცვალების გამო, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად პოლიციელის გარდაცვალების გამო, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

კერძოდ, სარჩლის თანახმად, კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შედეგად ოფიცერ ბრაიან სიკნიკის გარდაცვალება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „უკანონო ქმედებების პირდაპირი და პროგნოზირებადი შედეგი” იყო.

„2021 წლის 6 იანვრის საშინელი მოვლენები, მათ შორის ოფიცერი სიკნიკის ტრაგიკული, უსამართლო სიკვდილი, იყო ბრალდებულების უკანონო ქმედებების პირდაპირი და პროგნოზირებადი შედეგი”, - წერია სარჩელში.

სარჩლის თანახმად, მოპასუხეებს პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ ქმედებების შედეგად მიღებული „ტრავმებისთვისა და ზიანისთვის”.

სარჩელი პოლიციელის ყოფილმა პარტნიორმა სანდრა გარცმა შეიტანა. იგი მოპასუხეებისგან 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდას ითხოვს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში