Wizz Air ქუთაისი-პარიზის რეისზე მგზავრის გარდაცვალებისა და რეისის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-პარიზის და პარიზი-ქუთაისის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს ბორტზე მგზავრის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად.

„გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი მწუხარება დღევანდელი შემთხვევის გამო. ავიაკომპანია "ვიზეარისთვის" მგზავრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენმა კოლეგებმა ყველაფერი სცადეს მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად, სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ასევე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ მგზავრებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების დროს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტის გამო, დღეს დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება.

პარიზის ბოვეს აეროპორტში მყოფი მგზავრებისთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს მათ გადაყვანას პარიზის ორლის აეროპორტში, ფრენას ბუდაპეშტის მიმართულებით, ხვალ კი გამოფრენას ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით. მეორე ალტერნატივა გახლავთ მათი გადაყვანა ვარშავის აეროპორტში და ორშაბათის რეისზე განთავსება. Რამდენიმე მგზავრმა უკვე მიიღო ბილეთის დაბრუნებისა და თანხის გამოყენების გადაწყვეტილება, ხოლო ნაწილმა უკვე გადაცვალა ბილეთები მომდევნო კვირის რეისზე.

საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ხელახლა დაჯავშნილი ფრენით მომხმარებლები მომდევნო დღეს სარგებლობენ, უზრუნველყოფილი არიან სასტუმროში განთავსებითა და სახმელეთო ტრანსპორტირებით სასტუმრომდე/სასტუმროდან, ან მათ მიერ გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ავიაკომპანია შესაბამის გონივრულ ბიუჯეტში.

სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას, სადაც მიიღებთ ინფორმაციას კომპენსაციის, სასტუმროსა თუ ტრანსპორტირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/flight-status/delay-and-cancellation ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, ოფიციალური გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!”,- ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი