გერმანიის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე დააკავა

გერმანიის პოლიციამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველების განცხადებით, 32 წლის ირანელმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა.

როგორც გერმანიის პოლიცია იუწყება, მათ საქმის მასალები ქალაქ კასტროპ-რაუკსელში, ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას მოიპოვეს.

საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა სამართალდამცავმა უწყებამ დამატებითი დეტალების მოწოდებისგან თავი შეიკავა.

მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო