ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ 2 ადამიანი ჩამოახრჩვეს - ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომიტინგეებისთვის სასიკვდილო განაჩენის აღსრულების "მკაცრად დასაგმობი პრაქტიკა"

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილით დასაჯა, რომელთაგან ერთი კარატეს ჩემპიონი, მეორე კი ბავშვთა მწვრთნელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

როგორც CNN-ი ირანული მედიასაშუალების Fars News-ზე დაყრდნობით წერს, 21 წლის მოჰამად მეჰდი კარამი და 20 წლის სეიედ მოჰამად ჰოსეინი შაბათს დილით ჩამოახრჩვეს.

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ორივე მათგანმა გასულ წელს, სავარაუდოდ, ანტისამთავრობო აქციებში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, CNN-ი ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ზე დაყრდნობით წერს, რომ 3 ნოემბერს მოჰამად მეჰდი კარამი და სეიედ მოჰამად ჰოსეინი ქარაჯში, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, რუჰოლა ხომეინის ბრძანებით შექმნილი „ბასიჯის“ სამხედრო დაჯგუფების წევრის, სეიედ რუჰოლა აჯამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა დაგმო. OHCHR-მა "შოკისმომგვრელი" უწოდა იმ ფაქტს, რომ ირანი მომიტინგეების სიკვდილით დასჯას "საერთაშორისო აღშფოთების მიუხედავად" აგრძელებს. ამასთან, გაერო-ს ოფისმა ოფიციალურ თეირანს მოუწოდა შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა.

„ჩვენ ვგმობთ იძულებით აღიარებაზე დაფუძნებული უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ კიდევ ორი დემონსტრანტის, მოჰამად მეჰდი კარამისა და მოჰამად ჰოსეინის სიკვდილით დასჯას“, - აღნიშნა OHCHR-მა.

ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელმაც მომხდარს „შემაძრწუნებელი“ უწოდა.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გამოტანისა და აღსრულების მკაცრად დასაგმობი პრაქტიკა“, - ნათქვამია ევროგაერთიანების განცხადებაში.

ირანის ხელისუფლებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მსგავსად, ევროკავშირმაც მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა