სვიატოსლავ ვაკარჩუკი სააკაშვილს - მე არ ვამბობ „გამაგრდით“, რადგან ამას ისედაც აკეთებთ - გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბენდ Okean Elzy-ის ლიდერის და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ მასთან გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

უკრაინელი მუსიკოსი და პოლიტიკოსი პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს ჯანმრთელობას, ფიზიკურ და სულიერ ძალას უსურვებს.

„ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ „გამაგრდით“, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!“, - აღნიშნულია სვიატოსლავ ვაკარჩუკის წერილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო