მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე - შესაძლებელია, განვითარდეს კომა და ლეტალური გამოსავალიც - აუცილებელია სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და პროგნოზულად მოსალოდნელია დამძიმება , - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სწრაფად იყოს მიღებული.

„ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაშია ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და პროგნოზულად მოსალოდნელია დამძიმება. შესაძლებელია, განვითარდეს კომაც და ლეტალური გამოსავალიც. შესაბამისად, აუცილებელია სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, დღითიდღე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არავის აქვს უფლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ტელეკომპანია „მთავართან“ მარიამ ჯიშკარიანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში